დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ქუთაისის საავეჯო სააქციო საზოგადოება "ივერია 2005"-ის განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"ივერია 2005" |
| მიღების თარიღი | 08/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
კრების განცხადება
სს „ივერია 2005-ის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ივერია 2005-ის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 5 ივნისს, დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქ. №2 .
სს „ივერია 2005“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 13 მაისი.
დღის წესრიგი:
1. სს „ივერია 2005“-ს რეორგანიზაცია - ნატურით გამოყოფა. აქციონერ ზაზა არდიშვილის მიერ მისი კუთვნილი აქციების შესაბამისი ქონების ნაწილობრივ გატანა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ივერია 2005“-ის დირექტორატში, ხოლო განამრტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2014 წლის 13 მაისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ივერია 2005“-ის რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან,“ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60
დირექტორი ო.კახაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები