დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტში სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1965 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1965
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დუშეთის მუნიციპალიტეტში სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული პირებისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში დადგენილი წესით ტყეკაფების მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ, დანართით გათვალისწინებული სათბობი შეშის მოცულობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
დანართი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტი – 210 მ 3.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“ – 144 მ3.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“ – 88 მ3.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ – 500 მ3.
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ – 538 მ3.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები