დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მონაცემთა გადაცემის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის განზრახვის მქონე სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მომსახურების გამარტივებული შესყიდვის წესით მიღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №467
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
მონაცემთა გადაცემის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის განზრახვის მქონე სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შპს „ კავკასუს ონლაინის“ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მომსახურების გამარტივებული შესყიდვის წესით მიღების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით მიეცეთ უფლება მონაცემთა გადაცემის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის განზრახვის მქონე სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მიიღონ შპს „ კავკასუს ონლაინის“ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები