დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ვ. ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №466
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ კავკასუს ონლაინს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ვ. ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის მონაცემთა გადაცემის ერთიანი სამთავრობო ქსელისათვის ალტერნატიული ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები