დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტისათვის სამასალე და საშეშე მერქნის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №381
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
ონის მუნიციპალიტეტისათვის სამასალე და საშეშე მერქნის გადაცემის შესახებ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტს აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ გადასცეს მდინარე ბდღვიორაზე სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძოდ, მდინარისათვის ახალი კალაპოტის გაჭრასთან დაკავშირებით მოჭრილი 640 მ3 წიწვოვანი ჯიშის სამასალე და 80 მ3 საშეშე მერქანი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქანზე კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ონის მუნიციპალიტეტი გადაიხდის მხოლოდ მერქნული რესურსისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს „ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები