საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1792
14/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1792

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კერძოდ, 2011 წლის 22-24 სექტემბერს, თურქეთში დაგეგმილ „International fashion brands and designers fair“ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, შესაბამისი პროგრამებისათვის გამოყოფილი სახსრებიდან.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური