წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
289
14/02/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/02/2011
000000000.00(0).000.000000
წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 289

2011 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების ღონისძიებათა შესახებ

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის N108 განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) ოპტიმალური განლაგების სქემის, წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების უზრუნველსაყოფად:

1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განლაგების სქემა.

2. წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსები და დასვენების ადგილები განთავსდეს თანდართული სქემის მიხედვით. სქემის ექსპლიკაცია თან ერთვის (დანართი). მასში ფუნქციონალური დანიშნულებისა და ადგილმდებარეობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში არ იქნეს განთავსებული მომსახურების კომპლექსები (დასვენების ადგილები, ავტოტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები, სასტუმროები, სავაჭრო და კვების ობიექტები) ან ცალკეული ობიექტები, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური

დანართი

წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსების განლაგების სქემის ექსპლიკაცია

რიგზე

საავტომობილო  გზების    მიმდებარედ განსათავსებელი  მომსახურების კომპლექსების     სავარაუდო  ადგილმდებარეობა

შენიშვნა

I

     მომსახურების კომპლექსები:

    თბილისის შემოსავლელ გზაზე, ლოჭინის კვანძთან.

   თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზაზე, გორის უღელტეხილზე; სოფელ ჩუმათელეთის მიმდებარედ; თერჯოლის გადასახვევის მიმდებარედ და ქუთაისი-სამტრედიის ახალ მიმართულებაზე.  

   სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ს/გზაზე ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

   სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზაზე აჭარის შემოვლითი გზის ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

II

    საზღვრისპირა კომპლექსები:

წითელი ხიდი, B სარფი,  ლაგო-   დეხი,  ლარსი,  ვალე, კარწახი,  ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო.B

III

დასვენების ადგილები:

     თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზაზე  ქანდა-აღაიანის მონაკვეთზე; იგოეთი-შავშვების მონაკვეთზე;  აგარა-გომის მონაკვეთზე;  ხევი-შორაპანის  მონაკვეთზე; ქუთაისის შემოვლით გზაზე და  სამტრედიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ს/გზაზე, გრიგოლეთის გზაჯვარედინთან.

    სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზაზე, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს.