დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ალპანა ჰესისა და სადმელი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №277
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
ალპანა ჰესისა და სადმელი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს სს „ ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინადადება ალპანა ჰესისა და სადმელი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.
2. „ სახელმწიფო პროგრამა „ განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის № 107 დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე პუნქტის შესაბამისად, სს „ ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ალპანა ჰესისა და სადმელი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესი.
3. მოწონებულ იქნეს „ საქართველოს მთავრობასა და სს „ ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის ალპანა ჰესისა და სადმელი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
4. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები