დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 272 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №272
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის № 367 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის № 367 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამოღებულ იქნეს პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„ 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დამფუძნებლად განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსახორციელებელი ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტს.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები