დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დიალიზის ჩატარებისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და ჰეპარინის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1039 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1039
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
დიალიზის ჩატარებისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და ჰეპარინის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა დიალიზის საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროული უზრუნველყოფის მიზნით დიალიზის ჩატარებისათვის აუცილებელი სადიალიზე მასალისა და ჰეპარინის საჭირო რაოდენობის შესყიდვა უზრუნველყოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 15) პროგრამის ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები