დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის მე-6 სატრანსპორტო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1036 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1036
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის მე-6 სატრანსპორტო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის შესახებ
2011 წლის 16-17 ივნისს ქ. თბილისში, ქ. თბილისის შოთა რუს თაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) მიერ დაგეგმილი ევროპა- აზიის საავტომობილო ტრანსპორტის მე-6 კონ ფერენციის ( რო მელზეც მოწვეული ა 70- მდე ქვეყნის ტრან სპორტისა და ინფ რასტრუქტურის მინისტრი და 30 საერ თაშორისო ორგანი ზაციის ხელმძღვანელი პირი) ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები