დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016316 |
|
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №167 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016291) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს, დისციპლინური დევნის მე-3 სამმართველოს (ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმება) ინსპექტირების სამსახურის უფროსი;“. 2. პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) ზვიად ოქროპირიძე – სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსი; კ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარია) კონტროლისა და საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).“. 3. მე-3 მუხლით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები