დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-581/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-581/ო
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“ 22- მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ ჰელსი T.E.“-ზე (მის: მარნეული, 26 მაისის ქუჩა №80) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – სალიცენზიო მოწმობა №002129, ბრძანება №02-101/ო, 28.01.2013 წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ ჰელსი T.E.“-ს დირექტორის ეკატერინე გოზალიშვილის განცხადება №44209, 30.04.2014 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები