დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.121.016092 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებას დაემატოს:
1. 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„21 მუხლი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ საკუთრებაში ან დროებით მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიებიდან საყოფაცხოვრებო ან საამშენებლო ნარჩენის არგატანა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.“
2. 22 მუხლი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„22 მუხლი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული ან ფიზიკური პირების, მიერ საკუთრებაში ან დროებით მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების უყურადღებოდ მიტოვება, მოუვლელობა, სარეველა და სხვადასხვა ბალახეული მცენარეებისაგან მისი გაუწმენდაობა, სხვადსახვა სახის საყოფაცხოვრებო ან საამშენებლო ნარჩენის არგატანა ითვლება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები