„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2377-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 480060000.05.001.017434
2377-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
480060000.05.001.017434
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480060000.05.001.016809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საკონსულო დეპარტამენტი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ.“.

5. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:

„თავი VII1

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებები

მუხლი 271. საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნა

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2377-IIს