შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1953
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1953
08/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
000000000.00.00.000000
შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 1953

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისსასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქო­ნე­ბის საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გა­დაცემის საფასურის გან­საზ­ღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­თველოს პრეზი­დენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძა­ნე­ბულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესა­ბა­მისად ,მიეცეს თან­ხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამი­ნისტროს, რომ შპს „საქარ­თველო-ურბან ენერჯის“ 2013 წლის 31 დეკემბრამდე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გა­დასცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სო­ფელ ორჯაში სახელ­მწიფო საკუთრებაში არსებული 400 კვ.მ არასა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 63.14.34.008) და ახალქალაქის მუნი­ცი­პალიტეტის სოფელ დილისკაში არსებული 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 63.14.34.007), წლიური ქირით – 100 ლარის ოდე­ნობით.

2.    სასყიდლიანი აღნაგობის ვადის გასვლის შემთხვევაში შპს „სა­ქართველო-ურბან ენერჯი“ არ მოითხოვს ანაზღაურებას სახელ­მწიფო საკუთრებაი არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდებ№№63.14.34.008, 63.14.34.007 აღმარ­თუ­­ლი ნაგებობისათვის და უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს საკუთრებაში.           

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიე­ბები.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური