“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017968
348
13/05/2014
ვებგვერდი, 14/05/2014
480140000.10.003.017968
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №348

2014 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 22 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“  შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს კატარის სახელმწიფოს მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი