დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430040000.35.148.016195 |
|
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/09/2013; 430040000.35.148.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „31 მუხლი. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის უფლება-მოვალეობები საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი: ა) მოქმედებს ბაღის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობისას; ბ) განსაზღვრავს ბაღის საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო განრიგს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით; გ) უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის სისტემატურ ამაღლებას; დ) უზრუნველყოფს საბავშვო ბაგა-ბაღს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით; ე) პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, რაიმე მიზეზით საბავშვო ბაგა-ბაღის ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს; ვ) პასუხს აგებს ფინანსური და მატერიალური სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე; ზ) ადგენს საბავშვო ბაგა-ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას; თ) აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და მათ გადაყვანას. იღებს ზომებს საბავშვო ბაღის კონტინგენტის ასათვისებლად; ი) ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; კ) უზრუნველყოფს სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას; ლ) მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილ დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს; მ) პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარიული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე, მათ შორის უზრუნველყოფს კვების მენიუს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას; ნ) შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად ამტკიცებს საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; ო) უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას; პ) ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები: ,,ტ) ცეკვის მასწავლებელი“; ,,უ) უცხო ენის მასწავლებელი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები