დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.026.016265 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებით (ვებგვერდი, 010240030 სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016216) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მე-6 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”; ბ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,3. დეპარტამენტის უფროსის დავალებით დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელს აწერს დეპარტამენტში შემოსულ/მომზადებულ დოკუმენტაციას, გარდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა.”; გ) მე-11 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”; დ) მე-12 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სახელმწიფო შესყიდვების არაელექტრონული საშუალებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების განსაზღვრა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.”; ე) მე-12 მუხლს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”; ვ) მე-13 მუხლს დაემატოს ,,ზ”ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”; ზ) მე-14 მუხლს დაემატოს ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ელექტრონული საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები