დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016788 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016654) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) განიხილავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.“. 2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს აკადემიური საბჭოს წარდგინებით.“. 3. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი: „71. რექტორს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით. ისინი ინიშნებიან რექტორის მიერ და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ 4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი: „გ1) შეიმუშავებს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“ 5. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა 1.უნივერსიტეტი, ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებითად გადასვლის გარეშე, შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 2.უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგამომცემლო საქმიანობა; ბ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; გ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; დ) კვებითი მომსახურება; ე) სასტუმრო მომსახურება; ვ) საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურება; ზ) ფართით მომსახურება; თ) თეატრის ბილეთების რეალიზება; ი) წიგნის რეალიზება; კ) ბრენდირებული სარეკლამო მასალების რეალიზება; ლ) საუნივერსიტეტო ბაზებით მომსახურება; მ) მოძრავი ქონებით მომსახურება; ნ) საექსკურსიო მომსახურება.“. 6. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები