დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №109 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 03/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.330 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №196
2005 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №109 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №109 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №77, მუხ. 817) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვახტანგ მშვიდობაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ბელა წიფურია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები