იაპონური გრანტ 2KR ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ

  • Word
იაპონური გრანტ 2KR ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2587
27/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
000000000.00(0).000.000000
იაპონური გრანტ 2KR ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2587

2011 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

იაპონური გრანტ 2KRის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს იაპონური გრანტის პროგრამა 2KRის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის შესავსებად ხაზინის ერთიან ანგარიშზე აკუმულირებული 7 358 769, 94 (შვიდი მილიონ სამას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცდაცხრა ლარი და 94 თეთრი) ლარის, მათ შორის, სადეპოზიტო კოდზე – 302003000 (სხვა დეპოზიტები) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე რიცხული 5 538 075, 97 ლარის და სადეპოზიტო კოდზე – 302004400 რიცხული 1 820 693, 97 ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე შედგომში სასოფლო‑სამეურნეო ტექნიკის შესაძენად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული თანხის ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში;

ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სასოფლო‑სამეურნეო ტექნიკის შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური