დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2583 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2583
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისაგან განსხვავებული თანხის დაწესებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვროს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობისგან განსხვავებული თანხა შემდეგი ოდენობით:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – საერთაშორისო საწარმოთა მართვა (სწავლების ენა – ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით) – 3000 ევრო (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;
ბ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე – ეკონომიკა (სწავლების ენა – ინგლისური) სწავლის საფასური განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად – 2250 ლარიდან 4000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;
გ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – საჯარო მმართველობა (სწავლების ენა – ინგლისური) – 3000 ლარი წლიურად;
დ) კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (სწავლების ენა – გერმანული) – 5000 ლარი წლიურად;
ე) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია (სწავლების ენა – ინგლისური) – 2275 გირვანქა სტერლინგი (ეკვივალენტი ლარი) წლიურად;
ვ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამა – ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (სწავლების ენა – ინგლისური) – 4200 ლარი წლიურად;
ზ) ინტერფაკულტეტური სამაგისტრო პროგრამა – ევროპისმცოდნეობა (სწავლების ენა – ინგლისური) – 4000 ლარი წლიურად.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები