დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2565 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2565
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №2336 განკარგულების გათვალისწინებით , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რათა შპს „ ნგ & სს“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი – 204484502) საკუთრებაში გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული სახელმწიფო ქონება შპს „ ნგ & სს“ -ის საკუთრებაში არსებული , განკარგულების №2 დანართში მითითებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ .
2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ ნგ & სს“-მა უზრუნველყოს გასაცვლელი ქონების შეფასებისას მიღებული სხვაობის – 129 880 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.
3 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი №1
სახელმწიფო ქონება
| № | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი | მიწის ფართობი კვ.მ | მიწის დანიშნულება | საკადასტრო კოდი |
| 1 | თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი | №1 კოტეჯი – 313.50 | 849 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.01.621 |
| 2 | თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი | №7 კოტეჯი – 297.48 | 892 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.01.625 |
| 3 | თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი | №8 კოტეჯი – 310.79 | 1004 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.01.626 |
| 4 | თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი | N3 კოტეჯი – 303.06 | 1122 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.01.627 |
| 5 | თბილისი, დაბა კოჯორი, სოფელი კიკეთი | --------------- | 612 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.01.629 |
| 6 | თბილისი, დაბა კოჯორი, ბეთანია | №1-№2 – 26,97, №3-№4 – 28,35, №5-№6 – 30,8, №7-№8 – 29,59, №9-№10 – 36,92, საპირფარეშო – 4,79, ძირითადი შენობა – 988,69 | 6739 | არასასოფლო-სამეურნეო | 81.01.08.629 |
დანართი №2
შპს „ნგ & სს“ -ის ქონება
| № | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი | მიწის ფართობი კვ.მ | საკადასტრო კოდი |
| 1 | ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. | პირველ სართულზე – 82.5 | წილობრივი | 56.14.14.051 |
| 2 | ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №7 | 47 | წილობრივი | 56.14.14.060 |
| 3 | ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №5 | 55 | წილობრივი | 56.14.18.177 |
| 4 | ქ. სიღნაღი, ლოლაშვილის ქ. №6 | 145 | წილობრივი | 56.14.18.192 |
| 5 | ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №9 | 21.5 | წილობრივი | 56.14.18.327 |
| 6 | ქ. სიღნაღი, სარაჯიშვილის ქ. №64 | ----------- | 800 | 56.14.41.112 |
| 7 | ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. | პირველ და მეორე სართულებზე – 726.3 | წილობრივი | 56.14.41.131 (ნაკვეთის წინა ნომერი 56.14.18.184) |
| 8 | ქ. სიღნაღი, ლოლაშვილის ქ. №6 | პირველ და მეორე სართულებზე – 692.8 | წილობრივი | 56.14.41.130 (ნაკვეთის წინა ნომერი 56.14.18.185) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები