დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N318 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2265
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N318 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N318 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N92 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხა და
თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება
| საშტატო რიცხოვნობა
| თანამდებობრივი სარგო
|
| 1 | სააგენტოს თავმჯდომარე | 1 | 5 000 |
| 2 | სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე | 1 | 3900 |
| 3 | საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი | 1 | 3 800 |
| 4 | სამსახურის უფროსი | 4 | 2800 |
| 5 | უფროსი იურისტი | 2 | 1800 |
| 6 | იურისტი | 1 | 900 |
| 7 | პროგრამისტი | 2 | 2000 |
| 8 | ქსელის ადმინისტრატორი | 1 | 1000 |
| 9 | საქმისმწარმოებელი | 1 | 1150 |
| 10 | სააგენტოს თავმჯდომარის თანაშემწე | 1 | 1200 |
| 11 | ანალიტიკოსი | 5 | 1700 |
| 12 | სტატისტიკის სპეციალისტი | 1 | 1300 |
| 13 | ბუღალტერი | 1 | 1400 |
| 14 | შესყიდვების კოორდინატორი | 1 | 1200 |
| 15 | მომარაგების სპეციალისტი | 1 | 1150 |
| 16 | სპეციალისტი | 11 | 500 |
| 17 | მდივანი | 1 | 600 |
| 18 | მძღოლი | 1 | 600 |
|
| sul | 37. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები