დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016259 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის: |
ა) პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველო;‘‘; ბ) მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველო - უზრუნველყოფს გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული შეჯიბრებების და ვარჯიშების ორგანიზებას და ჩატარებას; ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარებას; კომპეტენციის ფარგლებში სპორტული კომპლექსის მომსახურებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;‘‘. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები