დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2249
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ს ს „ ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7 1 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს სს „ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში (სერია 20, ნომერი 0744, ტიპი IIQ) ცვლილების შე ტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება) ოდენობა, ნაცვლად 30 მ3/სთ-ისა, განისაზღვროს დღე-ღამეში არა უმეტეს 4 080 (ოთხი ათას ოთხმოცი) კუბ. მეტრით, ხოლო ჯამში ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდ ში – არა უმეტეს 5 650 770 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათას შვიდას სამოცდაათი) კუბ. მეტრით.
2. სს „ლომისი“ ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) გაზრდილი ოდენობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 510 000 (ხუთას ათი ათასი) ლარი.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ლომისი“ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ 2 (ორი) თვის ვადაში.
პრემიერ- მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები