დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მრავალწლიანი შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2243
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მრავალწლიანი შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2011-2012 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –დაცული ტერიტორიების სააგენტომ განახორციელოს პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლში საწყალოსნო მონაკვეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების (პროექტი მომზადებულია შპს „ლდ იუნიონის“ მიერ) მრავალწლიანი შესყიდვა შპს „ზიმოსაგან“, 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები