შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2242
18/11/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
000000000.00(0).000.000000
შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2242

2011 წლის 18 ნოემბერი

 . თბილისი

შპს „ქეიჯი ენერჯიათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ქეიჯი ენერ­ჯი სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადასცეს სახელმწიფო საკუთ­რე­ბა­ში არსებული – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპური საძოვრების ტე­რიტორიაზე (ბახვი) მდებარე 50394 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 26.33.22.103), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპური საძოვრების ტე­­რიტორიაზე (ბახვი) მდებარე 5477 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 26.33.22.105) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპური საძოვრების ტე­­რიტორიაზე (ბახვი) მდებარე 16792 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 26.33.22.106) ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, წლი­უ­რი საფასურით – 1000 ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინი­ს­ტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმ­დებ­ლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ იკა გილაური