დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2241
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ქეიჯი ენერჯის“ სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარე 1706 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №26.24.14.007) ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, წლიური საფასურით – 1000 ლარი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები