დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2235
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკისციხეში განახორციელოს 500 (ხუთასი) მ3 ტუფობრექჩიის (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
![]() |
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 74 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები