დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26 ე–27-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2222
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26‑ე–27-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი წესის თანახმად, გამარტივებული წესით გაიცეს მშენებლობის ნებართვა ქუთაისი-სო ხუმის მაგისტრალური გაზსადენის 26-ე–27-ე კილომეტრზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი და მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები