შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2558
27/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
000000000.00(0).000.000000
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №255 8

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­სისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენი­ლე­ბით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმ­ში ალ­ფა­ბე­ტური კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ელ­ექ­ტრო­მომარაგების II ეტაპით გათვალისწინებული სამუ­შაო­ე­ბ­ის შეუ­ფერ­­ხებ­ლად განხორციელებისათვის შპს „კომპანია ბლექ სი გრუ­პი“ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლი­ცენ­­ზიისაგან 3 (სა­მი) თვით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სო­ფელ თხილნარის მიმ­დე­ბარედ, „მდინარე ჭოროხის ქვიშა-ხრეშის გა­მოვ­ლინების“ XI და XII უბ­­ნებზე განახორციელოს 39 000 (ოცდაცხრა­მეტი ათასი) მ 3 ინერტული მა­­სალის მოპოვება შემდეგი X და Y კო­ორდინატების საზღვრებში:

 

XI უბანი

 

XII უბანი

№

X

Y

 

№

X

Y

1

721949

4605320

 

1

721788

4605233

2

721788

4605233

 

2

721949

4605320

3

721763

4605263

 

3

721959

4605291

4

721939

4605349

 

4

721815

4605199

S = 0.65 ჰა

 

S = 0.65 ჰა.

 

2. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპიმ“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დას­კ­ვ­ნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) 6 783 (ექვსი ათას შვიდას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი    ნ . გილაური