ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2216
18/11/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
000000000.00(0).000.000000
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2216

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­ს­ისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტკი­­ცე­ბული დებულების 74  მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიცი­პა­ლიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლი­ცენ­ზიისაგან სამი თვის ვადით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სო­ფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე გუბაზეულზე გა­ნა­­ხორ­ცი­ე­ლოს 500 (ხუთასი) მ3 ქვიშა, ხრეშის მოპოვება შემდეგი X და Y კო­­ო­­რ­დინა­ტების საზღვრებში:

                                

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზ­ღ­ვ­რული პირობების შესრულება.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სა­სარ­გებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პი­რო­ბების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დებულების 74 მუხლის 21 პუნ­ქტით გათვალისწინებული თანხის გა­და­ხდის ვალდებულებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნიკა გილაური