„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016320
388
23/05/2014
ვებგვერდი, 27/05/2014
140130000.22.034.016320
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №388

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეციალური მომზადების გავლის გარეშე.“.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სამინისტროს მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას ახორციელებს აკადემია და სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან:

ა) სამხედრო წოდების მქონე პირები;

ბ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;

გ) ქალები 18 წლის ასაკიდან.

10. სამხედრო სამსახურში მიღების შემდეგ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა.“.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ხმა. კომისიამ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გამოკითხვის წესით.”.

6. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე  ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამინისტროს საჯარო მოხელის ან სამოქალაქო პირის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში,  მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე  თანამდებობაზე დაეკისრება დროებითი მოვალეობის შესრულება.“.

7. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  პირს, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გამოკითხვის ოქმის საფუძველზე გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.“.

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში კომისია (გამოკითხვის წესით), ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის  შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ.  აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს.

შენიშვნა: აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე.

,,7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. სპეციალური შესწავლის და გამოსაცდელი ვადის (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს.

შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ.“.

8. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) ან/და თანამდებობრივ სარგოს.“.

9. 32-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

10. 55-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-12 მუხლით.“.

11. 58-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სამინისტროს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

12. 59-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.“.

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სპეციალური და სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;

ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;

გ) საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისას შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი და თავდადება;

დ) სამინისტროს მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა, მათ შორის, სამხედრო სამსახურის სანიმუშოდ შესრულება.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 30 აპრილიდან.   


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე