„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2321-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.017409
2321-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
010170000.05.001.017409
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-9 მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე“;

   ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. რეპატრიანტის სტატუსი რეპატრიანტს აძლევს უფლებას, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

   2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30‑ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2321-IIს