ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსმრეცხაოები, ავტოგასამართი, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსმრეცხაოები, ავტოგასამართი, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.143.016248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
07/05/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
330010040.35.143.016248
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსმრეცხაოები, ავტოგასამართი, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2014 - 28/05/2014)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2014 წლის 7 მაისი

ქ. ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოგასამართი, ავტოტექმომსახურების ) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განაშენიანების რეგულირების გეგმისა და  დატვირთვის ინტენსივობიდან გამომდინარე, აიკრძალოს ქალაქ ხაშურში  რუსთაველის, დ.აღმაშენებლის ქუჩებზე და დაბა სურამში  რუსთაველის და დ.აღმაშენებლის ქუჩებზე ავტოსამრეცხაოების, ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოტექმომსახურეობის ობიექტების მშენებლობები.
მუხლი 2
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, ,,გ“ „დ“, „ე“, „ზ“, და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე, ამავე დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით, დასაშვებია საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მათი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, თუ:

ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;

ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, გზაზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.

მუხლი 3
ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე ან გზაზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორს არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ ასაშენებელ შენობა-ნაგებობასა და ამ დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებული შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
მუხლი 4
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობაზე და ნაგებობაზე და სხვა კონსტრუქციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობაზე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსოდ თუ სხვა დანიშნულებით.
მუხლი 5
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
მუხლი 6
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
მუხლი 7
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის N55 დადგენილება.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე