დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017960 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ავთანდილ ძნელაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე ღლონტი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ნინო კობახიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე; გაბრიელ წულაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსი; გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი; გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი კურტანიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი; გიორგი მიქაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი; გიორგი ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი; დავით ჭანკოტაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; დეივიდას ახუნდოვი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი; დიანა ჩომახაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ეკატერინე ხამაშურიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი; მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; ვასილ ბიბილური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის და ქსელების სამმართველოს უფროსი; ვახტანგ ლაშქარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე; ზურაბ მაღრაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; თამარ ჟვანია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; ივანე ჯავრიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; ინგა ნიკაგოსიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი; ირაკლი გვენეტაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე; ირაკლი უჯმაჯურიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; ირინე ერისთავი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი; თეიმურაზ მურღულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ლაშა ვერულავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი; ლევან რაზმაძე – სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე; ლევან კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქის“ (Smart Logic) დირექტორი; მარიამ ჯაჯანიძე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; გიორგი ბარაბაძე - სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე; ავთანდილ თაბუნიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი; ბექა მამარდაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; იოსებ ხუციშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ქსელების ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების კვლევის მთავარი სამმართველოს უფროსი; შოთა ჩაჩხუნაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები