დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №408 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017959 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №408 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2011, 010220030.10.003.016568) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური;“. 2. პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;“. 3. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.“. 4. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები