„საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017958
338
06/05/2014
ვებგვერდი, 08/05/2014
010220030.10.003.017958
„საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2014 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/10/2013, 010220030.10.003.017420) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 1

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ნოზაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ხმალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

პაპუნა უგრეხელიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;

ეკატერინე სისაური – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ლაშა მოისწრაფიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბიძინა გიორგობიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი