დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2205
2011 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ ახალი გუდაურის განაშენიანების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა სასტუმროს სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, რომ საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე შეისყიდოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები