დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017056 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №787
2014 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საარბიტრაჟო წარმოების პროცესში და/ან ინვესტორთან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საარბიტრაჟო წარმოების პროცესში და/ან ინვესტორთან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დაქირავება და მიღებული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №403 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი სახსრებიდან.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაცული დოკუმენტაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები