დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2198
11/11/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2011
000000000.00(0).000.000000
დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2198

2011 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ა­დ­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:

ა) „საქარ­თველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანო­ნით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 03) მიმართოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დევნილთა კომპაქტუ­რად განსახ­ლების ობიექტის (სო­ფელ ბაკურციხის ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის I და II კორპუსი) სახურავის გამოცვლასთან დაკავშირე­ბუ­ლი საპროექტო, საექსპერტო და სამ­შენებლო სამუშაოების შესყიდვი­სათ­ვის;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქ­ტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩა­ტა­­რების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განა­ხორ­­ციელოს გამარ­ტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ნიკა გილაური