სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 781
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017049
  • Word
781
02/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017049
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთვრობის

განკარგულება 781

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირიმიყიდვისფორმითპრივატიზებისშესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე 1313,05 მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (ს/კ 54.00.040) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე 7899,9 მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (ს/კ54.00.039) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1(ერთ) ლარად,საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება„სოკარ ჯორჯია გაზს“(საიდენტიფიკაციო კოდი 202403121 ).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ)შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში არანაკლებ 600 (ექვსასი) აბონენტის გაზიფიცირება (პოტენციური აბონენტის შექმნა), შემდგომში, მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაებას გაზსადენის საერთო ქსელში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ მინისტრი                                         ი. ღარიბაშვილი