საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017050
  • Word
780
02/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017050
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 780

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ‑ის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ‑მა - შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქართველ მკვლევართა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ‑ისათვის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) ScienceDirect® online‑ის, Scopus® online­‑ის, SciVal Funding™‑ისა და SciVal ReviewerFinder ­‑ის სახელმწიფო შესყიდვა, 2014, 2015 და 2016 წლების განმავლობაში;

ბ) ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და განთავსების - Production and Hosting of Journal - მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2015 - 2016 წლებში.

2. ScienceDirect® online-ითა და Scopus® online-ით სარგებლობის უფლება, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ‑ის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა, ასევე, განესაზღვროს:

ა) სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ბ) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;

გ) სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

დ) სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ე) სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს;

ვ) სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ზ) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

თ) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ი) სსიპ - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;

კ) სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს;

ლ) სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს;

მ) სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;

ნ) სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;

ო) სსიპ - სამცხე‑ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;

პ) სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;

ჟ) სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;

რ) სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას;

ს) სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას;

ტ) სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს;

უ) სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმს;

ფ) სსიპ - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრს.

პრემიერ-მინისტრი                                                             . ღარიბაშვილი