პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

  • Word
პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 728
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017043
  • Word
728
23/04/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017043
პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №728

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2014 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.

 2. პროგრამა „მომავლის ბანაკის“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ღონისძიების გამართვის ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 ა.ა) შესარჩევი კანდიდატურების ასაკობრივი ზღვარი – 14-18 წელი (საჯარო სკოლის მოსწავლეები);

 ა.ბ) თითოეული საჯარო სკოლიდან დირექციის მიერ წარმოდგენილი 1 კანდიდატურა (მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინირებული, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით);

  ბ) წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის (2014 წლის 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში):

  ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

  ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

  ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

  ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

   ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

   ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

   6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან 1728 ბენეფიციარის შერჩევა (თითოეულ 6 ნაკადზე –  288 პირი).   

   7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი, წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა და, ასევე, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებელი ფუნქციონირება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.

   8. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ანაკლიაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი