დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 771 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017026 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №771
2014 წლის 1მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მეწარმე სუბიექტებისა და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების სივრცის მოწესრიგების მიზნით , ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №150-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის ქონების (საკადასტრო კოდი 01.13.08.001.014.01.505) სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებისშესყიდვა, 55000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი შემოსავლებიდან, ამ განკარგულების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები