დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II (2014 - 2016)“ განხორციელების მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 769 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017023 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №769
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II (2014 - 2016)“ განხორციელების მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II (2014 - 2016)“ განხორციელების მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები