ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 722
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017021
  • Word
722
23/04/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017021
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF)სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №722

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული, ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით, გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:

ა) ტდ (TD) – ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა – 1000 დოზა;

ბ) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა –  300 დოზა.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                     ი. ღარიბაშვილი