სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კობა ცერცვაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კობა ცერცვაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017020
  • Word
768
01/05/2014
ვებგვერდი, 07/05/2014
000000000.00.003.017020
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კობა ცერცვაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 768

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კობა ცერცვაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში მდებარე 2511.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №54.15.52.020) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართით 1-171.30 კვ.მ და 2-45.60 კვ.მ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ კობა ცერცვაძეს (პირადი 01024037636).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში .

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ‑მინისტრი                                                   . ღარიბაშვილი